logo_geo
eng_logo
მართლმადიდებელი ეკლესია თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს
- +

14 მაისი. 2017. 01:02



მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.


საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას 14 მაისს, 10:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.


თამარ მეფე ქართულ სახელმწიფოს XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მართავდა. მისი მეფობის წლებში საქართველო იმჟამინდელ მსოფლიო რუკაზე ერთ-ერთ ძლევამოსილ სახელმწიფოს წარმოადგენდა.


თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner