logo_geo
eng_logo
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
- +

14 მაისი. 2017. 02:32



Reuters-ის ინფორმაციით, ფხენიანმა გაურკვეველი წარმოშობის რეაქტიული ჭურვი გაუშვა, რომელიც სავარაუდოდ მორიგი ბალისტიკური რაკეტაა.


რაკეტამ დაახლოებით 30 წუთი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა. იაპონიამ ფაქტი გააპროტესტა, სამხრეთ კორეამ კი უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. სეულის ინფორმაციით რაკეტამ დაახლოებით 700 კილომეტრი იფრინა.


შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ წელს რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რის გამოც მისი ურთიერთობა აშშ-სთან გამწვავდა.


ბოლო წლებში, ფხენიანმა გაახშირა ბირთვული ცდები და რაკეტების გამოცდა, მიუხედავად გაეროს სანქციებისა და პროტესტისა.


გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ორივე ცდა მარცხით დასრულდა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner