logo_geo
eng_logo
ევროვიზიის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი გახდა
- +

14 მაისი. 2017. 04:00



ევროვიზია -2017-ის გამარჯვებული პორტუგალიელი შემსრულებელი სალვადორ სობლარი გახდა. მან სხვადასხვა ქვეყნებიდან 758 ქულა მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა.


მეორე ადგილი წილად ერგო, ბულგარეთის წარმომადგენელს კრისტიან კოსტავს რომელიც ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი იყო წელს, უკრაინის დედაქალაქში გამართულ ევროვიზიაზე. კოსტავმა 615 ქულა მიიღო.


ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელორუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.


2017 წლის „ევროვიზიის" კონკურსის ფინალში, საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგი ევროპას ნიკა კოჩაროვმა გააცნო.


წლევანდელმა გამარჯვებულმა ქვეყანამ რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.


საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith „ევროვიზიის სიმღერის" კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.


 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner