logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილი საკადრო გადაწყვეტილებებში ჩაერიოს!
- +

4 აპრილი. 2016. 13:17


„არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკადრო გადაწყვეტილებებში მომავალი არჩევნების შემდეგ კიდევ ჩაერიოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა განაცხადა და აქვე დასძინა, რომ სწორია, როდესაც პრემიერი მოგიყვანს ხელისუფლებაში, რჩევა შეეკითხო, ვიდრე ის, რომ მოგიყვანოს და აღარაფერი ჰკითხო.

 

„საკადრო გადაწყვეტილებებშიც, არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ კიდევ ჩაერიოს. აქამდეც, სანამ არასამთავრობო სექტორში გადავიდოდა, ის იყო პრემიერ-მინისტრი და ერეოდა, თავისთავად ცხადია. არ გამოვრიცხავ, რომ შემდეგაც ვიღაცამ რაიმე კონსულტაცია გაიარა მასთან, თუნდაც ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე. პრემიერი როცა მოგიყვანს ხელისუფლებაში, ის უფრო სწორია, რომ შეეკითხო რჩევა და ბოლოს შენი გადაწყვეტილება მიიღო, ვიდრე ის, რომ მოგიყვანოს და აღარაფერი ჰკითხო და შენთვის აკეთო ყველაფერი", - განაცხადა მეჭიაურმა.


მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი თავადვე ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიაში „ქართული ოცნების" მხარდამჭერი იქნება, თუმცა, ის არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას.


„ის ამბობს, რომ ჩაერევა ამ მიმართულებით კანონიერი გზით და მხარს დაუჭერს აღნიშნულ პოლიტიკურ ძალას. ის არის მოქალაქე, ადამიანი, ვინც არჩევნებში მონაწილეობს. ნებისმიერი ადამიანი ერევა პროცესში, ზოგი ბიულეტენს აგდებს, ზოგს შეიძლება პატარა უბანი ჰქონდეს მიმაგრებული აგიტაციისთვის. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში კი, მისი გავლენა და ჩარევა უფრო მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შედეგებს", - განაცხადა მეჭიაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner