საფრანგეთში, ელისეს სასახლეში, მოქმედ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და ახლად არჩეულ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის ხელისუფლების გადაცემის ცერემონია მიმდინარეობს.
ხელისუფლების გადაცემის ცერემონია ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა და საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი გახდა.