საფრანგეთის ქალაქ ლიონის რელიგიური ხელოვნების მუზეუმიდან 1800 ძვირფასთვლიანი გვირგვინი მოიპარეს. მისი ღირებულება მილიონ დოლარზე მეტია.
მუზეუმის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ თითოეული ძვირფასი ქვა თუ მარგალიტი, რომელიც გვირგვინზეა დამაგრებული, შარშან აღწერეს, რაც მათ დაკარგული ნივთის მოძიებაში დაეხმარებათ.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ქურდებმა მუზეუმში შეღწევა შაბათ ღამეს მოახერხეს. გვირგვინის გარდა მათ წაიღეს მუზეუმის ორი ექსპონატი - ბეჭედი და თასი.
ინციდენტის შემდეგ მუზეუმი გამოძიების განმავლობაში დაიკეტა.