საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში" მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს. 2017 წლის თემაა - „მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე".
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და მუშტაიდის კულტურისა და დასვენების ბაღი 27 მაისს 19:00 საათიდან ღამის 1 საათამდე მუშტაიდის ბაღში გიწვევთ ღონისძიებაზე „მუშტაიდის გაცოცხლებული ისტორიები".
პროგრამა:
7:00 - საგანმანათლებლო ლექცია „მუშტაიდი - ლეგენდები და სინამდვილე"
8:00- ღონისძიების ოფიციალური გახსნა / ფოტოგამოფენა „მუშტაიდის ბაღის ისტორია"; გამოფენა „თბილისური სახელოსნოები".
9:00 - მოძრაობის თეატრი „ფიროსმანისა და მარგალიტას შეხვედრის ინსცენირება - გაცოცხლებული ისტორიები;
10:00 - ღონისძიების დახურვა; ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი - კონცერტი;
ღონისძიებაზე სასურველია მოხვიდეთ XIX-XX საუკუნის ქართული, ევროპული ან აღმოსავლური კოსტიუმით, ან რაიმე აქსესუარებით, რათა თვითონ გახდეთ ღონისძიების მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „მუშტაიდის გაცოცხლებული ისტორიები" განხორციელდება მუშტაიდის ბაღში, სწორედ იმ შენობაში, რომელიც ერთ დროს დეკორატიულ გამოყენებითი ხელოვნების პირველი კერა იყო მთელს რეგიონში. შენობაში მოეწყობა გამოფენები, რომელიც ასახავს კავკასიის კუსტარული კომიტეტისა და მუზეუმის ადრეულ ისტორიას, იმდროინდელ საქმიანობასა და ამავე დროს, იდუმალი ირანელი აყა მირ ფათაჰ მუშტაიდისა და მისი სასახლის ისტორიას რომლის სახელიც ბაღს ეწოდა. ღონისძიების მანძილზე, გაცოცხლებული პერსონაჟები- მეყვავილეები, კარისკაცები, მეეზოვეები უზრუნველყოფენ ბაღის სისუფთავეს, დამთვალიერებელს შეუძღვებიან სხვადასხვა სივრცეებში და გაახალისებენ ბავშვებს, იქვე მოწყობილ სახელოსნოებში ხელოვანები ვიზიტორებს მოუყვებიან მუზეუმის ექსპონატების შესახებ, აჩვენებენ სხვადასხვა სახელოსნოების მუშაობას და ერთად შექმნიან ცალკეულ ნიმუშებს. დამთვარიელებლებს ასევე შეეძლებათ მუზეუმის ექსპონატების ცალკეული ასლების შეძენაც.
საღამოს დასკვნით ნაწილში მარგარიტა ამღერდება ფიროსმანისთვის. ისე როგორც ადრე საღამო ხანს ამღერდება ევროპული, ქართული და აღმოსავლური მუსიკა და გოგო-ბიჭები ისეირნებენ თბილისის ერთ-ერთ ძველ ლეგენდებითა და ისტორიული მოვლენებით სავსე ბაღში.