logo_geo
eng_logo
ილია მეორე: შევთხოვთ თამარ მეფეს, რომ აღავლინოს ლოცვა საქართველოს მშვიდობისთვის
- +

14 მაისი. 2017. 14:26




საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში თამარ მეფის ხსენების დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინა. ქადაგებისას უწმინდესმა დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. 


„დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ, ვახსენებთ წმინდა მეფე თამარს. მართლაც რჩეული იყო, ამაღლებული ერისაგან ჩვენისა. თამარ მეფე გამოირჩევა თავისი დიდი სულიერებით, დიდი თავდადებით. თამარ მეფემ ნახა სიზმარში, რომ ორი ტახტი იდგა - ერთი ბრწყინვალე და მეორე მომცრო. თამარს უნდოდა დამჯდარიყო დიდ ტახტზე და უთხრეს - ეგ შენი ტახტი არ არისო. ვისია ეს ტახტიო და შენი მორჩილისო. რა გააკეთა ამისთანაო? -12 მღვდელს შეუკერა შესამოსელი და 12 ტაძარში აღევლინება წირვა-ლოცვა ამ შესამოსელითო. თამარმა მოატანინა მატყლი, თვითონ დართო, თვითონ მოქსოვა, თვითონ შეკერა და ასე აღასრულა ეს დავალება, ეს ხილვა. თამარ მეფე გარდაიცვალა სულ ახალგაზრდა, მაგრამ თამარის ცხოვრების პერიოდი არის ჩვენი ისტორიის ოქროს ხანა. დღეს შევთხოვთ თამარ მეფეს, რომ აღავლინოს ლოცვა საქართველოს მშვიდობისთვის, დაწყნარებისთვის, თავისუფლებისა და მთლიანობისთვის", - ბრძანა ილია მეორემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner