logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი გადაიბარა
- +

14 მაისი. 2017. 14:36


 

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად ჩაიბარა, ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი სასახლე დატოვა. ცერემონია ელისეს სასახლეში გაიმართა.


მაკრონი ელისეს სასახლეში თბილისის დროით 12:00 საათისთვის მივიდა. სასახლესთან მასზე ადრე გამოჩნდა ახალი პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი.


პროტოკოლის თანახმად, ფრანსუა ოლანდმა ემანუელ მაკრონს სახელმწიფო საიდუმლოებებისა და ბირთვული შეიარაღების კოდები გადასცა.


შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასულ კვირას გაიმართა, რომელშიც გამარჯვება ემანუელ მაკრონმა მოიპოვა.


ფრანსუა ოლანდი პრეზიდენტის პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner