სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში მაშველებმა 484 თავშესაფრის მაძიებელი გადაარჩინეს, რომლებიც ნავების საშუალებით ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიის მიმართლებით მიდიოდნენ. სანაპირო დაცვამ 7 გარდაცვლილი მიგრანტის ცხედარიც აღმოაჩინა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2017 წელს აღნიშნული მარშრუტის გავლისას 1222 ლტოლვილი დაიღუპა.