პეკინში აბრეშუმის გზის სამიტის ფარგლებში ერთმანეთს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი შეხვდნენ.
შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ პროტექციონიზმი გლობალური ეკონომიკის მთავარ საფრთხედ ითვლება და ამ პრობლემის მოგვარებაა საჭირო. მხარეები სამომავლო გეგმაზე შეთანხმდნენ, რაც ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას გულისხმობს.
შეხვედრის დაწყებამდე, სანამ რუსეთის პრეზიდენტი სი ძინ პინს ელოდებოდა, ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის ოთახში პიანინოზე დაუკრა.