logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: თავს გავწირავ, რათა ჩემი მამულის გაყიდვა არ დავუშვა!
- +

14 მაისი. 2017. 18:47



მოძრაობა „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1874 წელს ილია ჭავჭავაძემ საადგილმამულო ბანკი მხოლოდ იმისათვის დაარსა, რომ ქართული მიწა უცხოელებს ხელში არ ჩაეგდოთ. 2017 წელს უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ილია მეორე ბრძანებს - „ქართული მიწის გაყიდვის უფლება არავის აქვს". მიუხედავად ამისა, საუკუნის შემდეგ მაინც გამოჩნდნენ ილიას საქმის მკვლელები და უცხოელებზე ქართული მიწის გაყიდვას აკანონებენ. წმინდა ილია მართალს ხელახლა კლავენ, ამჯერად არა ბერბიჭაშვილის ტყვიით, არამედ ახალი კონსტიტუციით. საქართველოს მამულს დახარბებული დამპყრობლები თუ სერგო ორჯონიკიძეები ჯოჯოხეთის კუპრიდან ალბათ გაბადრულნი შესცქერიან, თუ როგორ ხდება მათი ოცნება -ქართული მიწის გასხვისება და დაპყრობა. მე ხვალ უნივერსიტეტში მივდივარ, 11 საათზე კონსტიტუციის პროექტის განხილვაა, მივდივარ, რათა ხელისუფლებას ვუთხრა, ნუ ებრძვიან ილიას გზას, ნუ გაყიდიან მამულს, ნუ ჩაიდენენ ღალატს. მივდივარ და ჩემს სათქმელს ვეტყვი. თუ არ გამიგონებენ, თავს გავწირავ, რათა ჩემი მამულის გაყიდვა არ დავუშვა. სახლში ჯდომას და პასიურობით სერგო ორჯონიკიძის საქმეზე წყლის დასხმას, მირჩევნია ვიბრძოლო და ილიას იდეის რიგითი ჯარისკაცი ვიყო. ხვალ 11 საათზე ყველა უნდა მივიდეთ უნივერსიტეტის I კორპუსთან და ვთქვათ, რომ ქართული მიწა არ იყიდება, არ არსებობს ქვეყნად ფული, რომელზეც ჩვენი წინაპრების სისხლით შენარჩუნებულ მამულს გავყიდით. ყველაფერი არ იყიდება, არის წმინდა ცნებები, რომელსაც ფასი არ აქვს. უფალი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა ბრძოლაში!!!" - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner