15 მაისს, ბერლინში, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრას გამართავს.
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი ოფიციალურად დღეს, 14 მაისს ჩაიბარა.
ინტერნაციონალისტი და ევროპული იდეის მომხრე მაკრონი აცხადებს, რომ მანდატს ევროკავშირის სიღრმისეული რეფორმისთვის გამოიყენებს.