ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ინტერესებს მისი ოჯახის ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი დაიცავენ. როგორც გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოება სულ მალე სიმართლეს გაიგებს.
„ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებების ირგვლივ, რომლითაც მან, მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, საზოგადოების სწორ და სამართლიან ინფორმირებას", - განაცხადა მოსიაშვილმა.
კიდევ ერთი ადვოკატის, მერაბ ჩიქოვანის განცხადებით, თორდიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, „საზოგადოება უმოკლეს ვადებში სიმართლეს - სხვა რეალობას შეიტყობს".