საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2012 წლის არჩევნებში ხალხისგან მანდატი მიიღო ერთმა პიროვნებამ, ბიძინა ივანიშვილმა.
„ხალხისგან მანდატი მიიღო ერთმა პიროვნებამ - ბიძინა ივანიშვილმა, მაგრამ ის პროპორცია, თუ ვინ რა პროპორციით უნდა ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, ეს ხალხს არ განუსაზღვრავს, ეს განსაზღვრა ბიძინა ივანიშვილმა, არ ვიცი ვისთან კონსულტაციით. იქ ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა იყო, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა. იმ 9-წლიანმა რეჟიმმა უზრუნველყო, რომ რეალური ოპოზიციური ძალები აღარ იყვნენ წარმოდგენილნი არენაზე და იყო მხოლოდ რამდენიმე ფსევდოოპოზიციური პარტია. რეალური ოპოზიციური პარტიები ისე იყვნენ დასუსტებულები, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ ამ პარტიების გამოცოცხლება, მხოლოდ ქაღალდზე იყვნენ დარჩენილები", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.