logo_geo
eng_logo
ნინო ლაბარტყავა „ნაციონალებს“: ისეთი უბედურება გაქვთ დატრიალებული, ხალხი როდის გამოვა შოკიდან, კაცმა არ იცის!
- +

14 მაისი. 2017. 22:21



ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ის ამბავი ხომ იცით, 2004-2012 წლებ­ში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი რომ დგას იუსტიციის სახლის წინ, რომელზეც ქუჩაში ჩაცხრილული ახალგაზრდების სახელები და გვარები წერია?

 

ისიც ხომ იცით, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, წევრები და მათი მხარდამჭერთა უმეტესობა ზიზღით და აგრესიით რომ იძახის - „ოცნებამ" იუსტიციის სახლის წინ ყაჩაღებს და კრიმინალებს დაუდგა მემორიალიო?

 

ხოდა, წეღან ვფიქრობდი: ამ საკითხში „ნაციონალების" ლოგიკას და განწყობებს თუ მივყებით, გამოდის, რომ თუ ამათი ჭკუით და რწმენით, ის ბიჭები ყაჩაღები და კრიმინალები იყვნენ, დიახაც, უნდა დაეხოცათ! დიახაც, უნდა დაეცხრილათ და დიახაც, ღირსები იყვნენო! როგორ შეიძლებაო მათთვის მემორიალის გახსნაო, ეგ კრიმინალები ეგენიო!

 

ხომ ასე გამოდის? თუ ვცდები?

 

ისევ ნაცების ლოგიკიდან გამოვდივარ:

 

ანუ: თუ ხარ ყაჩაღი, ქურდი, კრიმინალი და ქუჩაში ჩაგცხრილეს, არაფერი ამით არ დაშავდება - ღირსი ყოფილხარ და იმიტომ! თუ ხარ კრიმინალი და ქუჩაში მოგკლეს, დიდი ამბავი, რა... რაის სასამართლო, რაის მართლმსაჯულება, კაცო? ადექი და დააგდე ძირს "კანტროლკით", ადექი და დაცხრილე შუა ქუჩაში, დღისით-მზისით! კრიმინალი კი არ უნდა გაასამართლო - უნდა მოკლა!

 

ხომ ასე გამოდის ნაცების ლოგიკით?!

 

ხოდა, ბატონო, ახლა რა მინდა გითხრათ:

 

თქვენ რა, არ ხართ კრიმინალები, ბანდიტები და სადისტები? ისეთი უბედურება გაქვთ დატრიალებული, ხალხი ჯერ კიდევ შოკშია და როდის გამოვა შოკიდან, კაცმა არ იცის! და თუ ხალხმა თავ-პირი გაგიერთიანათ - თქვენი ხმა არ გავიგო!

 

კბილი კბილის წილ... და თუკი თქვენ - კრიმინალებს, ბანდიტებს და სადისტებს - ხალხი სახით გახოხიალებთ ასფალტზე, არ დავინახო, რომ რომელიმე თქვენგანი აღშფოთდეს ამის გამო, რადგან თქვენივე განცხადებებიდან და დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ამის უფლება არ გექნებათ!

 

თუკი კრიმინალები მართლმსაჯულებამ და სასამართლომ არ უნდა განსაჯოს და მათი ქუჩაში ჟეჟვა არის გამოსავალი, მაშინ თქვენც მოგიწევთ კაი გემრიელი ალიყურების და მუშტების მირთმევა დიდი ფოდნოსით!

 

რატომ? იმიტომ, რომ „ოცნების" ხელისუფლებას არ აქვს იმის შნო და მარიფათი, სამართალი აღასრულოს და თქვენ კანონის ძალით გაგებინოთ პასუხი! „ოცნებას" სამართლიანობის აღდგენა უკუღმა ესმის და თქვენთან კოჰაბიტაციის რეჟიმში იმყოფება, იმის ნაცვლად, რომ კანონის ძალით გაგებინოთ პასუხი!

 

P.S. დაგამშვიდებთ და გეტყვით, დარწმუნებული ვარ თქვენი, ნაცემი „ნაციონალური მოძრაობის" წევრების - სახელობის მემორიალურ დაფასაც წამოჭიმავს სადმე შემდეგი ხელისუფლება", - წერს ლაბარტყავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner