logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: პოლიტიკურ ასპარეზზე სამი ფლანგი იაქტიურებს
- +

4 აპრილი. 2016. 13:54


„ქართული ოცნების" დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა, რომ კოალიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს ისტორიაში.



კოალიციამ მოახერხა, შეექმნა ისეთი პლაცდარმი, რის შემდეგაც დაიწყო დემოკრატიული განვითარება და მოახერხა ერთგვარადძლევაი საკვირველი". თქვენ კარგად იცით, რომ რეჟიმისგან გათავისუფლება არ იყო ადვილი, ეს მოხერხდა ბიძინა ივანიშვილის დახმარებით. მომავალში, ჩემი აზრით, რამდენიმე პოლიტიკური ფლანგი გაიშლება და ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება. ერთი ეს იქნება ევროპული ოჯახისკენ სვლა და ეს იქნება ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ყოველგვარი ეროვნული ფესვების გარეშე, ქართული ცნობიერების გარეშე, თვითმყოფადობის გარეშე, შეიძლება ითქვას, ერთგვარი უსამშობლოთა პარტიული ჯგუფები, რომელთაც სამშობლო მიაჩნიათ ადამიანთა კრებული. მეორე ჯგუფი, ეს არის, რომელიც ევროპაში საზღვარს გადალახავს, თავის თავგადასავლით, ჭირ-ვარამით თუ ავლადიდებით და ეს ტვირთი გაცილებით უფრო ნელი და სამაგიეროდ იქნება მტკიცე თავის ფესვზე დაყრდნობილი. იქნება მესამე ფლანგი უკან სრული სვლით - „ვეცკი იუზისკენ".

ეს სამი ფლანგი იქნება, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე იაქტიურებს. მე დარწმუნებული ვარ, რომქართული ოცნება" თავისი ცნობიერებით, ქვეყნის ფესვებით შევა ევროპულ ოჯახში და ამას აუცილებლად მოახერხებს. ვფიქრობ, რომ ეს მკაფიოდ გამოჩნდება არჩევნების მოახლოების დროს", - განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner