logo_geo
eng_logo
გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას 16 მაისს გამართავს
- +

15 მაისი. 2017. 00:45



Reuters-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო, გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას 16 მაისს გამართავს.


სამხრეთ კორეის სამხედროების ინფორმაციით, 14 მაისს, ფხენიანმა გაურკვეველი წარმოშობის რეაქტიული ჭურვი გაუშვა, რომელიც სავარაუდოდ მორიგი ბალისტიკური რაკეტაა. ახალმა რაკეტამ დაახლოებით 30 წუთი იფრინა და იაპონიის ზღვაში ჩავარდა.


ევროკავშირმა და NATO-მ ჩრდილოეთ კორეის ქმედება დაგმო და მოუწოდა ოფიციალურ ფხენიანს უარი თქვას ყველა სახის, მათ შორის ბირთვული, მასობრივი განადგურების იარაღის გამოცდაზე. მათი აზრით, ოფიციალური ფხენიანის ქმედებები საერთაშორისო მშვიდობასა და მსოფლიოს უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს, ასევე რეგიონში ზრდის დაძაბულობას.


ბოლო წლებში, ფხენიანმა გაახშირა ბირთვული ცდები და რაკეტების გამოცდა, მიუხედავად გაეროს სანქციებისა და პროტესტისა. გასულ თვეში, ჩრდილოეთ კორეამ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, ორივე ცდა მარცხით დასრულდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner