logo_geo
eng_logo
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ექსპლუატაციაში რამდენიმე თვეში შევა
- +

15 მაისი. 2017. 01:19



აზერბაიჯანული გამოცემა Trend.az-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, პეკინში გამართულ ფორუმზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა" სიტყვით გამოსვლისას, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება. ერდოღანის თქმით, მას სჯერა ინიციატივის, რომლის მიზანიც აზიისა და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირებაა.


ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი რამდენიმე თვეში შევა ექსპლუატაციაში და ის აბრეშუმის გზის" ცენტრალური კორიდორის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

 

ეს ინიციატივა ისტორიაში შევა", - აღნიშნა ერდოღანმა და დასძინა, რომ თანამშრომლობის ამ მოდელით, ყველა მხარე მოგებული იქნება, თურქეთი კი მზად არის წამოწყებას ყველანაირად დაუჭიროს მხარი.

 

ახალი აბრეშუმის გზის" ცენტრალური კორიდორი გადის საქართველოზე, აზერბაიჯანზე, თურქმენეთზე, ყაზახეთზე, უზბეკეთზე, ავღანეთსა და პაკისტანზე. პროექტის ფარგლებში გვსურს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც ამ მარშრუტზე მდებარეობენ", - განმარტა ერდოღანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner