ვაჟა-ფშაველას #34-ში ხანძარი 14 მაისს გვიან ღამით ერთ-ერთ კვების ობიექტს გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე გაზის მილები გადის, რის გამოც საპატრულო პოლიციამ ქუჩის ნაწილი გადაკეტა და მოხდა მოსახლეობის ტერიტორიიდან გარიდება.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, დამწვარია საცხობის სახურავი, 10 კვ.მ. ფართობი. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.