ევროპის ჩემპიონის, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის დაჭრის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
უწყებაში „პირველს" განუცხადეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გუშინ ცივი იარაღით დაჭრეს. სპორტსმენი ქალაქის პირველ საავადმყოფოში გადის მკურნალობას.