logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ნებისმიერი არასწორი აქცენტი იქნება ზიანის მომტანი
- +

4 აპრილი. 2016. 13:55


პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერი ტიპის მოდერაციისთვის და მედიაციისთვის დაპირისპირებულ მხარეებს შორის.



თუ საქართველოს შეუძლია რაიმე პოზიტივის შეტანა, ეს იქნება თბილისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა, მათ შორის დიალოგი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ტიპის მოდერაციისთვის და ნებისმიერი მედიაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ორ მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის აღმოიფხვრას კონფლიქტი. საქართველოში ჩვენ გვყავს აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები, რომლებიც ჩვენი თანამემამულეები არიან, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებლები არიან, ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენს თანამემამულეებზე და მათ შორის მათზე. ნებისმიერი არასწორი აქცენტი, არასწორად დასმული კითხვა და არასწორი პასუხი იქნება ზიანის მომტანი და ძალიან ფრთხილად და ფაქიზად უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოს სამეზობლოში განვითარებული მოვლენები ქართული მხარისთვის ძალიან დიდი წუხილის და შეშფოთების საგანია.



ტრაგიკულად ვითარდება მოვლენები - მსხვერპლია ორივე მხრიდან და ჩვენ ორივე მხარეს თანავუგრძნობთ ამ მსხვერპლისთვის. ჩვენ დაინტერესებული ვართ, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია და ცეცხლის შეწყვეტა. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკება არის გზა, რომლითაც შესაძლებელია ნებისმიერი კონფლიქტის გადაწყვეტა", - განაცხადა კობახიძემ.



მისივე თქმით, კონფლიქტის დარეგულირებაში მთავარი როლი ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო საზოგადოებას.



მთავარი როლი ენიჭებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და თანამეგობრობას, რომლებიც, ალბათ, ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად შეწყდეს ცეცხლი და მხარეებმა გააგრძელონ მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანია ეუთო-ს, გაერო-როლი. ყველა ის ორგანიზაცია, ვინც მშვიდობაზეა პასუხისმგებელი, უნდა ამოქმედდეს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner