logo_geo
eng_logo
შსს: პირები, რომლებიც ოთარ ფარცხალაძესთან სახლში იმყოფებოდნენ, საგამოძიებო ჯგუფს არ წარმოადგენს
- +

15 მაისი. 2017. 12:15



შსს-ს ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა არ განხორციელებულა. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პირები, რომლებიც ყოფილ მთავარ პროკურორთან გვიან ღამით სახლში იმყოფებოდნენ, საგამოძიებო ჯგუფს არ წარმოადგენდნენ.


შსს-ში არ აკონკრეტებენ, იყვნენ თუ არა ისინი უწყების თანამშრომლები, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ოთარ ფარცხალაძესთან შსს-ს თანამშრომლები ამ დრომდე არ ყოფილან.


შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე არ გაგრძელებულა გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას გამოკითხვა. როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, საავადმყოფოში მისულ გამომძიებლებს თორდიამ გამოკითხვის გაგრძელებაზე უარი განუცხადა.


გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე თავდასხმა 12 მაისს მოხდა. თორდიას ინფორმაციით, მას ფიზიკური შეურაცხყოფა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მიაყენა.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner