logo_geo
eng_logo
სოფელ მარტყოფში მგლებმა ცხვრები დაგლიჯეს
- +

15 მაისი. 2017. 13:08



გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მგლებმა ცხვრები დაგლიჯეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. როგორც სააგენტოს გარდაბნის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ მარტყოფის თემში მამუკა გულიაშვილმა განუცხადა, მგლების მიერ ცხვრების დაგლეჯის ორი ფაქტი გასულ კვირას დაფიქსირდა.


„პირველი ფაქტი გასული კვირის ხუთშაბათს მოხდა. მგელმა საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ საქონლის სადგომში შეაღწია და სამი სული ცხვარი დაგლიჯა, ერთი კი შეჭამა. მეორე ფაქტი უკვე შაბათს ღამე დაფიქსირდა და მგელმა 8 სული ცხვარი დაგლიჯა. სოფელში გვყავს პროფესიონალი მონადირეები. ჩვენ, ალბათ, მივმართავთ გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ მოგვცენ მგლების მოკვლის უფლება", - განაცხადა გულიაშვილმა.


სოფელ მარტყოფში რამდენიმე ოჯახს თავს მგელი დაესხა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ღამით მტაცებელი რამდენიმე მოსახლის ბოსელში შევარდა და პირუტყვი დაგლიჯა.


ამ დრომდე მტაცებელი ლიკვიდირებული არ არის. მატყოფის მოსახლეობა შესაბამის უწყებებს დახმარებისთვის მიმართავს.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner