logo_geo
eng_logo
ბათუმში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა გაიხსნება
- +

15 მაისი. 2017. 13:53

2017 წლის 16 მაისს ბათუმში გაიხსნება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობა და სალოტბარო სკოლა. ასევე ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ააიპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლასა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწფო ცენტრს შორის.

 

ღონისძიებას დაესწრებიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, მოადგილე გიორგი გაბუნია, ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი გურამ ხოზრევანიძე, ანსამბლ ,,რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.

 

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები. მსურველები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სკოლებში საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები ასწავლიან.

 

დღესდღეობით, 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს (წალენჯიხა, ხობი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი), რომელშიც 700-მდე ბავშვი სწავლობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner