logo_geo
eng_logo
„ვხედავ!“ - ნაირა გელაშვილი მიმართვას ავრცელებს
- +

15 მაისი. 2017. 15:22


მწერალი ნაირა გელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ვხედავ!

 

ვუყურებ, ჩვენი ე.წ. სახელმწიფო ისევ თავის ბუნებრივ ამპლუაში რომ ბრწყინდება: გახრწნილი ურჩხული თავისი გახრწნილი ჰიპოსტასებით: ხელისუფლების შტოებითა და საქმოსანთა ბნელი თარეშით! ო, რა ტკბილია დაუცველთა ჩაწიხვლა! ქვანახშირის უფსკრულში ილაჯგაწყვეტილი მუშების ფიტულებივით ყრა! მათი ჭირისუფალი სტუდენტების „მიჭირხვნა"! მოხუცების შიმშილით ამოწყვეტა! ბავშვების თვითმკვლელობამდე მიყვანა!

 

სოფლების დაწიოკება ნგრევით, ფეთქებით, ჩაძირვით, მაღალი ძაბვის დენებითა თუ ჩლუნგთა ოცნებით: კაშხლებით! ბუნების ცოცხალ სილამაზეზე გადალაჯება! ო, რა ტკბილია მრავალი, მრავალი რამ, რისი შინაარსიც ვნებად ქცეული აღვირახსნილობაა! და ჩვენ სხვანაირი „სახელმწიფო" არც გვცოდნია!

 

ახლა, სიტყვებს თავს ვეღარ ვუყრი. მხოლოდ ერთი ცნობილი პოეტის სტრიქონები მიტრიალებს თავში, ოდესღაც რომ ვთარგმნე:

 

„მაგრამ არსებობს ღვთის სამსჯავრო, თქვენ

გარყვნილების მედროშეებო, რისხვით სავსე გელით მსაჯული!

მას ვერ იყიდით ოქრო-ვერცხლის უზალთუნებით,

ხელისგულზე აქვს თქვენი გული, სასტიკი გული!

 

მაშინ ამაოდ შეუდგებით ცრუმეტყველებას,

ვეღარ გიშველით ეგ სიტყვები, ყალბი და ბნელი,

და მთელი თქვენი შავი სისხლით ვერ გადარეცხავთ

მართალ სისხლს კაცის, რომელზედაც აღმართეთ ხელი.

 


11 მაისი, 2017 წ." - წერს ნაირა გელაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner