logo_geo
eng_logo
ირაკლი ოქრუაშვილი: სააკაშვილი ამბობდა, რომ მერაბიშვილის დასჯა გუნდის და ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევდა
- +

15 მაისი. 2017. 16:27


„სააკაშვილის გუნდში იყო პოზიცია, რომ გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები იყვნენ პატარკაციშვილის პროპაგანდისტული მანქანის მსხვერპლი", - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა, რომელზეც ბრალი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს წაყენებული.


როგორც ოქრუაშვილმა განაცხადა, გირგვლიანის თემაზე ყოფილი თანამდებობის პირებთან არაერთი შეხვედრა და საუბარი ჰქონდა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან.


მისივე თქმით, თავდაპირველად ყოფილ პრეზიდენტს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა, თუმცა როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, 2-3 თვეში მისი პოზიცია შეიცვალა და მაღალჩინოსნების დასჯას ეწინააღმდეგებოდა.

 

„სააკაშვილი ცდილობდა გარკვეული პერიოდი ნეიტრალური პოზიცია დაეჭირა, მაგრამ მერე უკვე ისიც იმ პოზიციაზე იყო, რომ ეს იყო შემთხვევითობა და ახალაიას და მერაბიშვილს ამაში ბრალი არ მიუძღვით. ამბობდა მერაბიშვილზე და სხვებზე, რომ ამ ტიპის ადამიანის დასჯა გუნდის და ქვეყნის ჩამოშლას გამოიწვევსო. მთხოვდა კიდევაც, რომ დამელაპარაკა პატარკაციშვილთან, რათა ეს თემა მომეხსნა საინფორმაციო ბადიდან. გუნდში აქტიური პოზიცია ეკავა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის გიგა ბოკერიას, რომ არ უნდა დასჯილიყო არც ახალაია და არც მერაბიშვილი", - განაცხადა ოქრუაშვილმა.


მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს მასთან რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებაზე და როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, ექსპრეზიდენტი მისი აზრით ინტერესდებოდა.

 

"მერაბიშვილი რომ აწუხებდა ამ ადამიანების შეწყალებაზე, მეკითხებოდა აზრს და გარკვეულ რჩევას ამ საკითხზე, რაზეც მე ნეგატიური რეაქციები მქონდა. შეწყალებაზე რამდენჯერმე მქონდა საუბარი. სააკაშვილს ჰქონდა დაკავებულებისთვის მიცემული სიტყვა, რომ გათავისუფლდებოდნენ პატიმრობიდან და ამ ადამიანებს სააკაშვილის სიტყვის სჯეროდათ. გუნდში იყო პოზიცია, რომ ეს ადამიანები იყვნენ პატარკაციშვილის პროპაგანფისტული მანქანის მსხვერპლი", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner