logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი
- +

4 აპრილი. 2016. 14:05


საერთაშორისო ჟურნალ „Caspian Energy"-სთან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ინვესტირების მხრივ მთავარი პრიორიტეტებია სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტურიზმი და ტრანსპორტი/ლოგისტიკა.


 

„მინდა, ხაზგასმით გამოვყო ენერგეტიკის სექტორი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში ენერგორესურსების მზარდი მოხმარება, რასაც ერთვის გამოუყენებელი ჰიდრორესურსების დიდი მარაგი, ქმნის მყარ საფუძველს უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. გარდა ამისა, კარგად განვითარებული კავშირები მეზობელ ქვეყნებთან და კონკრეტული საექსპორტო ბაზრების ხელმისაწვდომობა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავზარდოთ ჩვენი ადგილობრივი ჰიდრორესურსების ექსპლუატაციის მასშტაბი გამარტივებული და გამჭვირვალე რეგულაციების გზით. მთავრობამ ხელი მოაწერა აგრეთვე ათობით ურთიერთგაგების მემორანდუმს ინვესტორებთან, რაც მიზნად ისახავს ყველა ზომის ელექტროსადგურების შექმნას. მდიდარი ჰიდრორესურსების გარდა, ჩვენ განვავითარებთ სხვა ალტერნატიულ ენერგორესურსებსაც, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰიდროელექტროსადგურების პროექტები უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე ქარისა და მზის ენერგიის პროექტები. მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს მუშაობა ქარის ენერგიის პირველ პროექტზე (20 მეგავატი, რომელიც შეიძლება 100 მეგავატამდეც გაიზარდოს). ახლახანს ამოქმედდა სუფთა აზომვის რეგულაცია, რომლის მიზანიცაა საბოლოო მომხმარებელთა სტიმულირება. გარდა ამისა, განიხილება რამდენიმე პროექტის იდეა, რომელთა მიზანიცაა ბიომასისა და გეოთერმული რესურსების გამოყენება სოფლად და ენერგოქსელის მიღმა მდებარე ტერიტორიებზე გათბობის უზრუნველსაყოფად",- აღნიშნა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner