საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ედუარდ ფილიპი დაინიშნა. ამის შესახებ განცხადებას ელისეს სასახლის გენერალური მდივანი ალექსის კოლერი ავრცელებს.
ედუარ ფილიპი ქალაქ ჰავრის მერი და „რესპუბლიკელების პარტიის" დეპუტატია.
ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტი მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაასახელებს.
საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ემანუელ მაკრონის მთავრობა ახალმა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 11 ივნისს, ხოლო მეორე ტური 18 ივნისს გაიმართება.