logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: საინტერესოა, „ერთსქესიანი ქორწინების“ შედეგად ბავშვი თუ დაიბადება, ვის დაემსგავსება - ბერძენიშვილს თუ ალასანიას?!
- +

4 აპრილი. 2016. 14:05


„ქართული ოცნებისა" და რესპუბლიკური პარტიის „განქორწინების" მთლად ბოლომდე არ მჯერა", - ამის შესახებ რეზო ამაშუკელი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს. პოეტის თქმით, „რესპუბლიკელების" თანამდებობებზე დარჩენა პოლიტიკური ვაჭრობის გაგრძელების მიმანიშნებელია.



„ტელევიზიით გამოვიდა „უმცროსი და" დავით ბერძენიშვილი, დაგვიწყო თითის ქნევა, თურმე, ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ, 2012 წელს საქართველო ვერ გადარჩებოდა. არადა, საქართველოს დაღუპვა სწორედ „დები" ბერძენიშვილებისა და მათნაირებისგან ემუქრება!

 

 

რაც შეეხება „უფროს დას" - ლევან ბერძენიშვილს, ამ დაჩუტულმა გომბეშომ გამოგვიცხადა, „თავისუფალ დემოკრატებთან" ვითანამშრომლებთო. ე.ი. მოსალოდნელია, რომ „ოცნებასთან" „განქორწინებული" „რესპუბლიკელები" ალასანიასთან „იქორწინებენ". საინტერესოა, ამ „ერთსქესიანი ქორწინების" შედეგად ბავშვი თუ დაიბადება, ვის დაემსგავსება - ბერძენიშვილს თუ ალასანიას?! და კიდევ; „რესპუბლიკელებსა" და „ნაციონალებს" შორის ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ეგენი ერთი ცომისგან არიან მოზელილნი", - განაცხადა ამაშუკელმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner