გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეთანხმდნენ, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ. მერკელის განცხადებით, საუბარია არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვების გამო მოსალოდნელი შედეგების დაძლევაზე, არამედ თანამეგობრობის მდგრადობაზე საგარეო რისკებთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ თქვენი პირველი ვიზიტი გერმანიაში, ბერლინში განახორციელეთ. დამსწრე ჟურნალისტების რაოდენობით ხედავთ, რომ ინტერესი დიდია. დღეს გავცვალეთ მოსაზრებები და შევთანხმდით, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა მერკელმა შეხვედრის შემდეგ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.