logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ქვეყნისთვის დამაზიანებელ კანონს ვერავინ მიიღებს!
- +

16 მაისი. 2017. 00:13



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„2012 წელს იცით რატომ გავიმარჯვეთ? იმიტომ, რომ არც ერთი აქცია არ იყო ფულით მართული, მთელი საქართველო უფულოდ, ხაზს გავუსვამ, უფულოდ იყო მზად შეწირვოდა რეჟიმის შეცვლას! დღეს კი, რატომ არ გამოვა იცით თქვენი აქციები? იმიტომ, რომ ეს ყალბი პატრიოტიზმი, რომელიც დაფუძნებულია ფულის მოთხოვნის სურვილთან, გვაჭამეთ თორემ აგირევთო, არ გამოვა! ყველა ვიცი ვინ რომელი პარტიისგან, ვინ რომელი სუს-ი კუდ-ისგან ჭამდა, დღეს აღარ არიან თემაში და ითხოვენ! როგორ ფიქრობთ, თქვენზე ნაკლები პატრიოტი ვარ და მიწის თემა არ მაღელვებს? მაღელვებს კიდეც და ვიცი, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელ კანონს ვერავინ მიიღებს და ვუყურებ შორიდან თქვენს საცოდაობას. პატრიოტობა, ფულზე დაფუძნებული, ვერ მოიყვანს იმ მერცხალს თქვენ რომ გინდათ... ასეა ეს და თუ გამიძალიანდებით, ყველას გვარ-სახელით დაგასახლებთ და არ გეწყინოთ მერე!" - წერს ნინო ჯღარკავა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner