logo_geo
eng_logo
თემურ გვალია: ნუ გავიხლიჩებით, დავიქსაქსებით და ნუ გავახარებთ საერთო მტერს!
- +

16 მაისი. 2017. 01:37


მსახიობი თემურ გვალია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ქართველებო! გთხოვთ, ნუ ლანძღავთ ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით. ეს სოცქსელია და არა „რინგი". პრობლემები ცივილურად გადავწყვიტოთ. ნუ გავიხლიჩებით, ნუ დავიქსაქსებით და ნუ გავახარებთ საერთო მტერს. ვილაპარაკოთ, ვიკამათოთ, გამოვხატოთ პოზიცია და არა დავჭამოთ და უპრაგონოდ ვლანძღოთ ერთმანეთი. ისეთ რამეებს ვკითხულობ, აზრის გამოხატვის სურვილი მეკარგება. თანაც აბსტრაქტულად გინება რა პონტია? დაამისამართეთ მაშინ... უფრო არ აჯობებს? რა გვინდა ბოლო-ბოლო? ისევ სამოქალაქო ომი? ვერ ხვდებით რომ ევროპისკენ კი არა, სულ სხვაგან მივექანებით? გთხოვთ, ერთმანეთს ოდნავი პატივი მაინც ვცეთ და საწინააღმდეგო აზრის მქონე „მეგობრებს", დაუმტკიცოთ ჩვენი სიმართლე ადამიანურად, თუკი ჩვენს პოზიციას ვეძახით სიმართლეს. მიყვარხართ ყველა და გთხოვთ ჩემს პოსტს ცინიკურად ნუ განიხილავთ", - წერს გვალია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner