სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი დააკვეს. ამის შესახებ ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, უწყების წარმომადგენლებმა გელა მათიაშვილი სამსახურში ცოტა ხნის წინ აიყვანეს.
რა გახდა დაკავების კონკრეტული მიზეზი ამ საკითხზე გამგეობის თანამშრომლებს ინფორმაცია არ აქვთ. მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ სახელმწიფო უსაფრთხოების პრესსამსახურშიც.