17 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა „ძველი და ახალი ხევსურეთი" გაიხსნება.
„გამოიფინება რვა ქალბატონის: ელისო არაბულის, ლია ანიაშვილის, ლუდა გელოვანის, თინათინ ნაყეურის, ლეილა აბურჯანიას, ნანული აზიკურის, ნელი ლომსაძის, იზოლდა გაბიტაშვილის - ხევსურულ ნიმუშთა ნაირსახეობა, ასევე ძველი უნიკალური სამოსის ნიმუშები და ხევსურული ყოფისა და წეს-ჩვეულებებისათვის დამახასიათებელი ნივთები.
ხევსურეთი საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი გამორჩეული კუთხეა, ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და გამოყენებითი ხელოვნების მრავალფეროვნების მხრივ.
ხევსურულ ყოფაში ოდითგანვე დიდი ადგილი ეჭირა ცხვარსა და მატყლს. მატყლისგან დამზადებულ მხატვრულ ქსოვილთა შორის კი ხევსურულ სამოსს თავის კოლორიტით, ფერთა თავშეკავებული გამითა და განსაკუთრებული ორნამეტული წყობით", - ნათქვამია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე.
გამოფენა გაგრძელდება 24 მაისამდე.