გიორგი ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას. თუმცა, როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, მთავარი საარჩევნო სუბიექტი „ნაციონალური მოძრაობა" იქნება.
ამასთან, იგი არ აკონკრეტებს, რაიმე კონსულტაციები რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან იყო თუ არა და აცხადებს, რომ ამაზე საუბარი ახლა ნაადრევია.