logo_geo
eng_logo
მაია კახიძე: დღეს გივის დაბადების დღეა, ჩემი საყვარელი და ძვირფასი გივი ბერიკასი...
- +

16 მაისი. 2017. 12:09




ჟურნალისტი მაია კახიძე სოციალურ ქსელში მსახიობ გივი ბერიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:


„აი, როდინდელი ფოტო ვიპოვე...

 

დღეს გივის დაბადების დღეა, ჩემი საყვარელი და ძვირფასი გივი ბერიკასი...

 

იმდენი ვინერვიულე მისი გარდაცვალების გამო, ახლა ერთ სიტყვასაც არ დავწერ ამაზე. მე ის დრო მიყვარს, ტკბილად და თბილად რომ გვიყვარდა ერთმანეთი... რა ახალგაზრდები ვართ ამ ფოტოზე... საყვარელი... ეეჰ...

 

84 წლის გახდებოდა, მაისის ბიჭი მაისივით ნათელი იყო...

 

მენატრება, მამასავით მენატრება მამას მეგობარი...

 

გილოცავ, ჩემო გივი ბერიკავ, სადაც ხარ, მაგ შენს სოფლში!" - წერს მაია კახიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner