logo_geo
eng_logo
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატები კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების გასაჯაროებას ითხოვენ
- +

16 მაისი. 2017. 12:42




ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა „პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ცილისწამება უწოდეს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას ბრალდებებს ოთარ ფარცახლაძის მიმართ.


მერაბი ჩიქოვანის თქმით, გამოკითხეს ინციდენტის ადგილზე მომსახურე პერსონალი, რომლებიც უარყოფენ ფაქტს, რომ თორდიაზე ადგილი ჰქონდა მასობრივ თავდასხმას.


ჩიქოვანის თქმით, მას შემდეგ, რაც თორდიას შელაპარაკება მოუვიდა ფარცხალაძესთან, ის დაუბრუნდა სუფრას და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მიმართა სამედიცინო დახმარებას.


„მისი ერთადერთი რეაგირება იყო პოლიტიკური განცხადებები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თორდიას მიზანი იყო ამ ფაქტის პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენება. ოთარ ფარცხალაძე გახლავთ ლაშა თორდიას მხრიდან პროვოცირების მსხვერპლი. ვითხოვთ კამერებიდან ჩანაწერების გასაჯაროებას, რომ საზოგადოება დარწმუნდეს, რომ თორდიაზე არა მასობრივ თავდასხმას ჰქონდა ადგილი, არამედ ამ ინციდენტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას", - განაცხადა ჩიქოვანმა.


ადვოკატები აპირებენ, მტკიცებულებები, რომლებიც მათ აქვთ, პროკურატურას მაიწოდონ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner