ტელეკომპანია „მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის მუშაობა თანამშრომელთა გაფიცვის გამო შეჩერებულია. ფაქტს ეხმაურება ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი და აცხადებს, რომ თანამშრომლების გაფიცვა შესაძლოა, ტელეკომპანიის დახურვის მიზეზი გახდეს.
ღლონტის განცხადებით, ის არ გეგმავს რომელიმე მხარესთან საუბარს მომხდარის მიზეზებზე, თუმცა ამბობს, რომ ტელევიზიის თანამშრომლებთან საუბრის შემდეგ, მას აქვს ინფორმაცია, რომ პროტესტის მიზეზი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაა.
„მაესტრო" კატასტროფულ მდგომარეობაშია და შესაძლოა, საერთოდაც დაიხუროს. შეიძლება, მათი ამოცანა ისიც იყო, რომ „მაესტროს" არ ეფუნქციონირა",- განაცხადა ღლონტმა „რადიო მაესტროსთან" საუბარში.