ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრად დე-ფაქტო პარლამენტმა ერიკ პუხაევი დაამტკიცა.
დე-ფაქტო პარლამენტში გამართულ ფარულ კენჭისყრაზე, პუხაევის კანდიდატურას საკანონმდებლო ორგანოში მყოფმა 32-ვე დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ე.წ. პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი ვიცე-პრემიერის ერიკ პუხაევის კანდიდატურა 5 მაისს დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა წარადგინა.
ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში 9 აპრილს გაიმარჯვა და რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის სავარძელი დაიკავა, რის შემდეგაც მან საკადრო ცვლილებები განახორციელა.