logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: მინდა, პროკურატურას მივმართო!..
- +

16 მაისი. 2017. 15:17




„როდესაც გამოდის მელია და ლაპარაკობს ჩვენს ხელისუფლებაზე, თითქოს ჩვენ კრიმინალები ვართ, დანაშაულებს ჩავდივართ, უფრო მეტიც, მან ჩვენი მხარდაჭერები ზონდერებად მოიხსენია, ამაზე მეტი შეურაცხყოფა პოლიტიკოსმა ადამიანს რა უნდა მიაყენოს?" - ამის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა, „ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და „რუსთავი 2"-ის ეთერში ნიკანორ მელიას განცხადებებს გამოეხმაურა. 


როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ თვითონ დათო ლორთქიფანიძის შესახებ, სწორედ ამიტომ, პოლიტიკოსი პროკურატურას მიმართავს.


„ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციად წოდებული პოლიტიკური ბანდის, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, სადაც არ ეზარებათ, მახსენებენ მე, მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს დათო ლორთქიფანიძეს და მოჰყავთ რაღაც მაგალითები, თითქოს ჩემი პიჯაკის შემოხევისათვის მათი სამი აქტივისტი იყო დაპატიმრებული და ეს ქმედება იყო არასწორი. ბოლო განცხადება ნიკანორ მელიამ კვესიტაძის გადაცემაში გააკეთა. მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ ფაქტი, რომელიც ქუთაისში ჩემთან მიმართებით მოხდა, იყო საქართველოს პარლამენტის წევრებზე განხორციელებული წინასწარ დაგეგმილი ძალადობის აქტი. მსგავსი ფაქტი არამარტო ჩემთან, არამედ სხვა პარლამენტის წევრებთან მიმართებითაც განხორციელდა. პირადად მე, მომაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და შემომახიეს პიჯაკი. კამერებმა დააფიქსირა ეს ყველაფერი და როდესაც გამოძიება დაიწყო, ბუნებრივია, მე ვთქვი ის, რაც რეალობა იყო. არასდროს მქონია სურვილი, ვინმე დაეკავებინათ, თუმცა, კანონს თავისი ნორმები აქვს. ეს ადამიანები მართლაც იყვნენ წინასწარ პატიმრობაში, მაგრამ, იმის გამო, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არის სამართლებრივად ბევრად უფრო რბილი, ვიდრე წინა რეჟიმისა, ეს ადამიანები გირაოთი გაათავისუფლეს და საბოლოოდ ეს ამბავი დასრულდა. პროკურატურამ ამ სამ ადამიანს განრიდება გაუფორმა. ესენი იყვნენ: ნარსია, დეისაძე და გაბუნია.

 

მინდა, პროკურატურას მელიასთან დაკავშირებით  მივმართო. მელია ის ადამიანია, რომელიც იყო აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი. როდესაც 2012 წელს პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი გამოჩდა, დაიწყო მასობრივი რეპრესიები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც რაღაც ფორმით ეწინააღმდეგებოდნენ „ნაციონალურ მოძრაობას". მელიას აღსრულების ბიუროს ხემძღვანელობის პერიოდში კი, არაერთი კომპანია რაღაც მოგონილი ბრალდებებით დააჯარიმეს, ამიტომ, არ მგონია, რომ ბატონ მელიას ენის ტარტარის უფლება ჰქონდეს!" - აცხადებს ლორთქიფანიძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner