logo_geo
eng_logo
სომხეთის გენერალური კონსული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გურიას სტუმრობდა
- +

16 მაისი. 2017. 18:30



სომხეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დღეს გურიას სტუმრობდა.


გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, მოადგილესთან გია ებრალიძესთან, ქალაქ ოზურგეთის მერთან ბეგლარ სიორიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად სომხეთის კონსულს იეღიშე სარგსიანს შეხვდა.


შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა რეგიონებს შორის ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაზე. დაისახა სამომავლო გეგმებიც.


როგორც შეხვედრაზე იეღიშ სარგისიანმა აღნიშნა საქართველოსთან სომხეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებს და ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. რეგიონებთან ეკონომიკური, კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება ორმხრივად მომგებიანი იქნება.

 

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ჩვენ საკმაოდ ბევრ თემას შევეხეთ. მათ შორის გახლდათ ოზურგეთის სომხეთის ერთ-ერთ ქალაქთან დამეგობრების საკითხიც. კონსულს ასევე შევახვედრეთ ადგილობრივი სომხური მოსახლეობის წარმომადგენლები. მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია იმ სახის პროდუქციის შესახებ, რომელიც შეიძლება სომხეთში გატანილ იქნას. საჭიროა მეტი ბიზნესკონტაქტები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ამისთვის ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო და ვფიქრობ, რომ ჩვენი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება", - განაცხადა გია სალუქვაძემ.

 

 

Description: https://fb-s-c-a.akamaihd.net/h-ak-fbx/v/t35.0-12/18518934_1537578992973018_1655602740_o.jpg?oh=03b98773eb7267bb6fab525dd35c42a0&oe=591D1F48&__gda__=1495088140_19a9bf89449eb6ef3a7f0cea01ff0d71

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner