logo_geo
eng_logo
ფოლკლორის ცენტრსა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

16 მაისი. 2017. 18:32



16 მაისს საქართველოს ფოლკლორის ცენტრსა და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ხალხური ხელოვნების სკოლა განახორციელებს სასწავლო პროგრამას სალოტბარო მიმართულებით, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ შეისწავლონ უძველესი ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული გალობა.


ღონისძიებას დაესწრნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, მოადგილე გიორგი გაბუნია, ა(ა)იპ აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელი გურამ ხოზრევანიძე, ანსამბლ ,,რუსთავის" სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით 2014 წლიდან ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები. მსურველები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას. სკოლებში საუკეთესო ლოტბარები და რეგენტები ასწავლიან.


დღესდღეობით, 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს (წალენჯიხა, თელავი, ფოთი, ამბროლაური, ოზურგეთი, ლენტეხი, მესტია, ბორჯომი, თეთრიწყარო, ზესტაფონი, ყვარელი, ონი, ბაღდათი, დუშეთი, კასპი, გორი, ახალქალაქი), რომელშიც 700-მდე ბავშვი სწავლობს.


Description: C:UsersAdministratorDownloadsirina4.jpg


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner