logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანი - ყარაბაღს, მოლდოვა - დნესტრისპირეთს, საქართველო - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, უკრაინა კი - ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს
- +

4 აპრილი. 2016. 14:43


აზერბაიჯანი - ყარაბაღს, მოლდოვა - დნესტრისპირეთს, საქართველო - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, უკრაინა კი - ყირიმსა და დონბასს დაიბრუნებს", - ამის შესახებ უკრაინელი პოლიტოლოგი იგორ პონომარი აცხადებს და აღნიშნავს, რომ 2016 წელი ის წელია, როცა ზოგი კონფლიქტი გამწვავდება მისი დასრულების წინაპერიოდში. პონომარი ასკვნის, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად მისი გააქტიურებაა საჭირო, რათა შემდეგ დასავლეთმა უკვე აპრობირებული ტექნოლოგიების გამოყენება შეძლოს.


ასეთ დასკვნამდე იგორ პონომარი იმ გლობალურ პროცესებზე დაყრდნობით მივიდა, რაც მსოფლიოში შეინიშნება: დასავლეთმა მიაღწია იმას, რომ ნავთობის ფასები დაცემულიყო, ხოლო რუსეთი დასუსტდება როგორც ეკონომიკურად, ასევე დიპლომატიურად, გეოპოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით.


პონომარის ვარაუდით, ყველა ის ქვეყანა, ვინც რუსეთზე იყო დამოკიდებული, სხვადასხვა მიმართულებით გაიქცევა და რუსეთი ვეღარ შეძლებს, ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე ბრძოლა გააჩაღოს, პლუს, მოუაროს სიტუაციას სირიაში.


პონომარი ყურადღებას ამახვილებს ასევე იმაზე, რომ ცალკეული ქვეყნები, როგორებიც არიან აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, აქტიურად თანამშრომლობენ NATO-სთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან. მისი ვარაუდით, სწორედ ამის გამო, შეუძლებელია, გაყინული კონფლიქტები არ მოგვარდეს და პრობლემა არ გადაიჭრას, რადგან ეს გეგმის ნაწილია.


წყარო: fmabkhazia.com

right_banner right_banner
არქივი
right_banner