logo_geo
eng_logo
„სტუდენტებისთვის ეს დებიუტი იყო“, - „GAUდასმა“ სპექტაკლ „ბალაგანის“ პრემიერა გამართა...
- +

16 მაისი. 2017. 19:47



პანტომიმის სახელმწიფო თეატრში 15 მაისს GAUდასმა" ხატია სულაბერიძისა და ვახო ძიგავას რეჟისორობით სპექტაკლ „ბალაგანის" პრემიერა გამართა. პიესის ავტორია ლევან ბუდაღაშვილი.


„ბალაგანი" ერთმანეთისგან განსხვავებულ პიროვნებებზე მოგვითხრობს, რომლებიც ისეთები უნდა მივიღოთ, როგორებიც სინამდვილეში არიან.


„ჩვენმა მეგობარმა და უახლოესმა ადამიანმა, თათია მამაცაშვილმა დაგვიძახა. მან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩამოაყალიბა თეატრალური დასი და მიგვიწვია სპექტაკლის დასადგმელად. სტუდენტებისთვის ეს იყო დებიუტი, ძალიან დიდი ემოციები წამოვიდა, იყო აღფრთოვანებაც. სპექტაკლზე მუშაობის პროცესი თითქმის 2 თვე გაგრძელდა", - აცხადებს ვახო ძიგავა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner