ავტორი სალომე უერთაშვილი
პანტომიმის სახელმწიფო თეატრში 15 მაისს „GAUდასმა" ხატია სულაბერიძისა და ვახო ძიგავას რეჟისორობით სპექტაკლ „ბალაგანის" პრემიერა გამართა. პიესის ავტორია ლევან ბუდაღაშვილი.
„ბალაგანი" ერთმანეთისგან განსხვავებულ პიროვნებებზე მოგვითხრობს, რომლებიც ისეთები უნდა მივიღოთ, როგორებიც სინამდვილეში არიან.
„GAUდასის" ჩამოყალიბების იდეა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტს თათია მამაცაშვილს ეკუთვნის.
„ძალიან გვიხარია, რომ სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს იყო ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პირველი პრემიერა. ძალიან მინდოდა, უნივერსიტეტს თეატრალური დასი ჰქონოდა, ამიტომ ყველანაირ ღონეს მივმართე.
ჩემი პერსონაჟი არის გოგონა, რომელსაც საერთოდ არაფერი აინტერესებს და ყველას ცინიკურად უყურებს", - აღნიშნა თათია მამაცაშვილმა.