logo_geo
eng_logo
გუგული მაღრაძე: პარლამენტში მუშაობა ნორმალურად გაგრძელდება!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

4 აპრილი. 2016. 14:52


ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი გუგული მაღრაძე „რეპორტიორთან" ასე ეხმაურება:


„მიმაჩნია, რომ საერთოდ ეს პროცესი არავითარ დრამატიზირებას არ მოითხოვს. ეს არის ნელ-ნელა ისეთ მოდელზე გადასვლა, როდესაც უმრავლესობა ერთიანდება ხოლმე გარკვეული საკითხის გარშემო. და საკითხი, რომელიც უმრავლესობისთვის მისაღებია, - გადის, რომელიც მიუღებელია - არ გადის. ასე რომ, აქ არანაირი საშიშროება არ არის, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობა არ გაგრძელდეს ნორმალურად. ცხადია, გარკვეულ პოზიციებზე მეტი დასაბუთება დაგვჭირდება, რომ უფრო მეტი ადამიანი მივიმხროთ", - განაცხადა მაღრაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner