logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრო 17 მაისთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
- +

16 მაისი. 2017. 22:00



შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 17 მაისს თბილისში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება.

 

16 მაისს, 21:00 საათიდან გადაიკეტება ვარდების მოედანი.

 

17 მაისს, 09:30 საათიდან ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის მოძრაობა აიკრძალება - თავისუფლების მოედანზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე და ყველა მის მკვეთ ქუჩაზე.

 

ავტომანქანები შემოვლითი გზით, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, მარჯვენა სანაპიროზე იმოძრავებენ.

 

სატრანსპორტო მოძრაობა აქციების დასრულებისთანავე აღდგება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner