logo_geo
eng_logo
შსს: ოთარ ფარცხალაძეს უახლოეს მომავალში გამოკითხავენ
- +

16 მაისი. 2017. 22:48



შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,უახლოეს მომავალში მოხდება ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვა. უწყების განმარტებით, გამოძიებამ ლაშა თორდიას გამოკითხვა დაასრულა.


„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს გენერალური აუდიტორის - ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით.

 

გამოძიების ამ ეტაპზე მოწმის სახით გამოკითხულია ათზე მეტი პირი, ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, ექსპერტიზების დანიშვნის მიზნით, ნიმუშის სახით, გამოთხოვილია შესაბამისი მასალა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების პროცესი", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner