„მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე გაფიცულ თანამშრომლებს ხვდება. შეხვედრა ტელეკომპანიაში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
დღეს არხის საინფორმაციო გამოშვება „კონტაქტი" 12:00 საათზე, ასევე „ბიზნეს კონტაქტი" ეთერში არ გასულა. თანამშრომლები აღნიშნულის მიზეზად არხზე შექმნილ რთულ ფინანსურ, ტექნიკურ და მმართველობით პრობლემებს ასახელებენ.